Friday, March 18, 2011

დედას პური





  1. პროექტის სახელწოდება: დედას პური
  2. პროექტის იდეა: პური კვების ობიექტი
  3. პროექტის აქტუალობა: პური,როგორც არსებობის აუცილებელი ელემენტი
  4. პროექტის მიზნები: ა) როგორ მივიღოთ პური საბოლოო  სახით. ბ) წარმოება და გაცვლა გ) ქართული პურის ეროვნული ტრადიციები, დ) ხორბლის, როგორც მარცვლეული კულტურის გაცნობა.
  5. მონაწილეთა ასაკი: 17 წელი.
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან პურთან და ხორბალთან დაკავშირებულ ტრადიციებს, ისწავლიან ხორბლის მოსავლის უდანაკარგოდ აღებას, მის გადამუშავებას პროდუქტის საბოლოო სახემდე თანამედროვე მანქანა-დანადგარებით (კაპიტალური რესურსი)  და შედარებას  გააკეთებენ გასული საუკუნის 40-50 წლებსა და დღევანდელობასთან. გაიგებენ როგორ ამაღლდა შრომის ნაყოფიერება და შესაბამისად ცხოვრების დონე.  შეიძენენ პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს, შეიქმნება სურათები და ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:   ნიადაგი(ბუნებრივი რესურსი), სამუშაო ძალა(ადამიანური რესურსი), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა (კაპიტალური რესურსი), ინტერნეტი(ელექტრონული ვაჭრობა, საბანკო ოპერაციები ონ-ლაინ რეჟიმში).
  9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იმსჯელებენ პურის მოყვანაზე. ფერმერი აწარმოებს ხორბალს და მიჰყიდის, ანუ ფულში უცვლის მეწისქვილეს. მეწისქვილე ხორბლისაგან ფქვილს ამზადებს და მას მეპურეს მიჰყიდის. მეპურე აცხობს პურს და მიჰყიდის მას საბაკალეო საქონლით მოვაჭრეს.ყოველი მათგანი - ფერმერი, მეწისქვილე, მეპურე და საბაკალეო საქონლით მოვაჭრე ურთიერთ გაცვლის შედეგად სარგებლობას იღებს. საწარმოთა შორის ფულისა და პროდუქციის  ბრუნვა გვიჩვენებს , როგორ ახერხებენ ბაზრები წარმოების ორგანიზებას და კოორდინირებას. მათი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად საბოლოო პროდუქცია - ახალი პური, სუპერმარკეტში გველოდება.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ეკონომიკა - ხორბლის წარმოება და გაცვლა.  შრომის ნაყოფიერების გაზრდა. საბუღალტრო და საგადასახადო წარმოება. მთავრობის როლი ეკონომიკის განვითარებაში. ბიოლოგია - ხორბლის სხვადასხვა ჯიშების გამოყვანა. ქიმია - ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა  და სასუქები. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
  11. პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ძულიაშვილი
  1. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: